გაგვაცანი შენი იდეა

დაიწყე მოკლე მიმოხილვით და შემდეგ განაგრძე სხვა ველების შევსება. შეგიძლია შეინახო ინფორმაცია და განაგრძო მოგვიანებით.

დაპატიჟე შენი გუნდის წევრები

გაუგზავნე შენი გუნდის წევრებს მოპატიჟება ელ-ფოსტით. მას შემდეგ რაც პლატფორმას შემოუერთდებიან და პროფილს შეავსებენ, მათ საშუალება ექნებათ თქვენთან ერთად იმუშაონ განაცხადზე.

დასაშვებობის კრიტერიუმები

თანმიმდევრული დაშვების კრიტერიუმების დაცვით, ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენი მისია, დავეხმაროთ ახალგაზრდებს სოციალური მეწარმეობის სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში . განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. რადგან პრორგრამა ახალგაზრდებისთვისაა, განმცხადებლის გუნდის ყველა წევრის ასაკი უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

2. ჩვენ მივესალმებით როგორც იდეებს, რომლებიც ჯერ არ განხორციელებულა, ასევე იდეებს განხორციელების ადრეულ ფაზაში. თუმცა, განხორციელებული იდეების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტი დაარსდა გასული წლის 1 იანვრის შემდეგ.

3. განმცხადებელს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს SIA-ს ინკუბაციაში იმავე იდეით, რომლითაც მიმართა და არ უნდა ჰქონდეს მიღებული Social Impact Award ჯილდო წინა წლებში.

სიახლეები

ყველა ჩვენს სხვა პროგრამაზე და მხარდამჭერ ღონისძიებაზე დეტალებს ნახავ ჩვენს ვებ გვერდზე.

გადადი ვებ გვერდზე

განრიგი

  1. განაცხადების მიღება დაწყებულია

    1. მაისი 2024 - 8:00

    თქვენი გზა სოციალური მეწარმეობისკენ იწყება აქ.

  2. აპლიკაციები დახურულია

    31. მაისი 2024 - 23:00

    განაცხადის მიღების ბოლო ვადა ამოიწურა და განაცხადების მიღბა დასრულებულია. ჩვენი ექსპერტი ჟიური დაუყოვნებლივ დაიწყებს განაცხადების განხილვას.

  3. ფინალისტების გამოცხადება

    25. ივნისი 2024 - 18:00

    ინკუბაციაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული ყველაზე პერსპექტიული საწარმოები გამოცხადდება ჩვენი დაჯილდოების ცერემონიის დროს. ღონისძიება ყველასთვის ღიაა.

  4. უკუკავშირი

    26. ივნისი 2024 - 14:00

    მათთვის, ვინც ვერ მოხვდა ინკუბაციაში, გზა აქ არ სრულდება. ყველა განმცხადებელს უფლება აქვს მიიღოს უკუკავშირი მათ განაცხადზე ჩვენი ექსპერტი ჟიურისგან, რაც მათ მიაწვდის საჭირო ინფორმაციას თავიანთ საწარმოზე მუშაობის გასაგრძელებლად.